კახეთში „ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკი 2018“-ის საზიმო დახურვის ცერემონია გაიმართა.
ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტში აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონიდან და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან 100 ახალგაზრდა მონაწილეობდა. ახლგაზრდებმა ღონისძიებაზე სოციალური პროექტების პრეზენტაციები გამართეს, რომლებსაც შემდგომ საკუთარ ქვეყნებში განახორციელებენ. მოზარდებმა საკუთარი გუნდი ქართულ ხალხურ მოტივებზე შექმნილი ემოციური ნომრებით წარადგინეს. დაჯილდოვდნენ სხვადსხვა შეჯიბრში გამარჯვებული გუნდები.
21 დღის განმავლობაში ახალგაზრდებმა როგორც პრაქტიკული, ასევე თეორიული სესიები გაიარეს, რომლებიც არაფორმალური განათლების ტექნიკას ეფუძნება.