ერთ დროს ყველაზე აუთვისებელი კუნძული, რომელიც ახლა თავისუფლების, მუსიკისა და გართობის სიმბოლოა. ადგილი, რომელიც ისეთი არტისტების შთაგონების წყარო და თავშესაფარი იყო, როგორებიც ფრედი მერკური, ბობ მარლი და ერიკ კლეპტონი არიან. გაბრიელ ნაპოლეონე და ლუკა ჩხაიძე ბალეარის კუნძულების შესახებ რეპორტაჟების ციკლს აგრძელებენ და ამჯერად იბიცას ლეგენდარულ ღამეებზე მოგვიყვებიან.
ნახავთ გასული საუკუნის 70-იან წლებში შექმნილ კლუბ პაჩას, რომელიც აქტუალობას 50 წლის შემდეგაც არ კარგავს და კუნძულის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობად ითვლება.