ბაკურიანმა ფესტივალ „გიზ-გიზს“ უმასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა კონცერტები, მოეწყო სამეწარმეო ბაზარი, კვების სივრცეები და გასართობი აქტივობები. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ფესტივალი უკვე მოეწყო გუდაურსა და მესტიაში და მისი მიზანი ზამთრის კურორტების პოპულარიზაციაა.