ეკონომიკის სამინისტროსა და ამერიკული საინვესტიციო ფონდის „ცერბერუს კაპიტალ მენეჯმენტის“ შვილობილი კომპანიის „ცერბერუს ფრონტიერ ჯორჯიას“ შორის გურიაში „ბახვიჰესის“ განვითარების ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. პროექტი ითვალისწინებს გურიაში „ბახვიჰესის“ აშენებას, რომლის სიმძლავრე 12 მეგავატი იქნება. სავარაუდო ინვესტიცია 16 მილიონ დოლარს შეადგენს. პროექტის მშენებლობაზე 300, ხოლო მუდმივად 20 სამუშაო ადგილი შეიქმნება. ეკონომიკის მინისტრის და ამერიკის ელჩის განცხადებით, „ბახვიჰესის“ პროექტი ამერიკულ კომპანიასთან ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ ერთი მაგალითია.