ცოტა ხნის წინ ბახმაროში ტრადიციული დოღი – „ბახმაროს თასი 2018“ დაიწყო. მას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრება.
დოღში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული ცხენოსნები მონაწილეობენ.
ღონისძიების ფარგლებში ხუთი გარბენი მოეწყობა. გამარჯვებულებისთვის კი სპონსორებმა პრიზები დააწესეს.