ბახმარომ „მთის დღეებს“ უმასპინძლა. ფესტივალის ფარგლებში მოეწყო სხვადასხვა ტიპის ღონისძიება, გაიმართა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. ადგილობრივებმა კი სტუმრებს ტრადიციული კერძები წარუდგინეს. „მთის დღეების“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ ადგილობრივებიც. დღის ბოლოს კი ჩატარდა კონცერტი, სადაც მაყურებლის წინაშე „ქართული ხმები“ და „რანინა“ წარდგნენ.
„მთის დღეების“ დასკვნითი ღონისძიება ტრადიციული კოცონი და მის გარშემო მოყოლილი ლეგენდები იყო.