ბაიდენსა და ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

ამერიკის შეერთებული შტატებისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს. ინფორმაციას ავრცელებს ჯო ბაიდენის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. მისივე თქმით, დისკუსიისას ბაიდენმა ვლადიმერ პუტინთან დაგეგმილი შეხვედრის წინ, უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადა. ვლადიმერ პუტინისა და ჯო ბაიდენის შეხვედრა ჟენევაში 16 ივნისს არის დაგეგმილი. ამასთან, როგორც თავად ზელენსკიმ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა, სატელეფონო საუბრის დროს, მან ჯო ბაიდენთან განიხილა უკრაინის მისწრაფება ნატო-ს წევრობისკენ.

მოამბე