ყოფილი სამუშაო ოფისის შემდეგ საიდუმლო დოკუმენტები ჯო ბაიდენის კერძო სახლშიც აღმოაჩინეს.
მასალები გამოძიების საგანი ხდება. იუსტიციის დეპარტამენტი სწავლობს, როგორ აღმოჩნდა გრიფით საიდუმლო ათეულობით მასალა ბაიდენის ავტოფარეხში. ანალოგიურ სკანდალშია გახვეული ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც. მის საზაფხულო რეზიდენციაში ნაპოვნი დოკუმენტების საქმეზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. მიმდინარე კვირას ბაიდენის ძველ ოფისში და ახლა უკვე სახლში ნაპოვნი საიდუმლო დოკუმენტები შიდა პოლიტიკური დაპირისპირების გამწვავების მიზეზი ხდება. „რესპუბლიკელები“ გამოძიების დაწყებას კონგრესსაც სთხოვენ.