ბაიდენის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები

თითქმის ოცი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ჯო ბაიდენმა ოფიციალურად დაიკავა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოსტი და ამ პერიოდში უკვე ნათლად გამოიკვეთა, როგორი საგარეო პოლიტიკური კურსი ექნება ლიდერ სახელმწიფოს. შტატების ახალმა ადმინისტრაციამ არაერთხელ ისაუბრა რუსეთის ქმედებებზე, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაზე და იმ აგრესიაზე, რასაც რუსეთის ხელისუფლება ნატო-ს არაწევრი სახელმწიფოების მიმართ ახორციელებს. საკმაოდ მკაფიო იყო ჯო ბაიდენი პრეზიდენტ პუტინთან საუბრისას, სადაც განმარტა, რომ ამერიკა რუსეთის აგრესიულ ქმედებებს უპასუხოდ არ დატოვებს. ამერიკის შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკური კურსის მოკლე მიმოხილვა – თეკლა ბერაიას სიუჟეტში.

მოამბე