უკრაინის გარშემო არსებულ დაძაბულობასთან დაკავშირებით, ჯო ბაიდენმა და ვლადიმერ პუტინმა ტელეფონით ისაუბრეს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, ამერიკა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, რუსეთს გადამწყვეტად უპასუხებს, – ამის შესახებ თეთრი სახლის განცხადებაშია ნათქვამი.
მათივე ცნობით, ბაიდენმა ისიც აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატები მზად არის, ჩაერთოს დიპლომატიაში, ამავდროულად მოკავშირეებთან და პარტნიორებთან სრული კოორდინაციით თანაბრად მზად არის სხვა სცენარისთვის.
პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი ერთ საათს გაგრძელდა და თბილისის დროით 21:06 საათზე დასრულდა.