ისრაელიდან დაბრუნებული ჯო ბაიდენი მოსახლეობას და კონგრესს მიმართავს, მხარი დაუჭირონ ისრაელისა და უკრაინისთვის ათობით მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების გამოყოფას.
შტატების პრეზიდენტი პუტინსა და „ჰამასს“ შორის პარალელს ავლებს და ამბობს, რომ ორივე ამერიკის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგეს. ბაიდენი ღაზის მოსახლეობის ჰუმანიტარული დახმარების საჭიროებაზეც ამახვილებს ყურადღებას. ისრაელი კი, არაბულ ანკლავში სახმელეთო ოპერაციისთვის მზადებას განაგრძობს. დღეს ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა „ჰამასის“ დამარცხების შემდეგ, ღაზაში უსაფრთხოების ახალი რეჟიმის შექმნაზეც ისაუბრა.