აშშ-ის პრეზიდენტი ისრაელშია.
ჯო ბაიდენი უკვე შეხვდა პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს. ორი ქვეყნის მთავრობის მეთაურებმა მედიასთან კომენტარებიც გააკეთეს.
ჯო ბაიდენმა მხარდაჭერა გამოუცხადა ისრაელს და მოძრაობა „ჰამასი“ ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოს“ შეადარა. ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ „ჰამასი“ არ წარმოადგენს მთელ პალესტინელ ხალხს. აშშ-ის პრეზიდენტმა მწუხარება გამოხატა ღაზის სექტორში მდებარე საავადმყოფოს აფეთქების გამო, რასაც ასობით ადამიანი ემსხვერპლა. ბაიდენის თქმით, მას აქვს წინასწარი ინფორმაცია, რომ ამ აფეთქების უკან ისრაელის თავდაცვის ძალები არ დგას.
ამავე პრესკონფერენციაზე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ბაიდენს ვიზიტისთვის. ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ბაიდენი აშშ-ის პირველი პრეზიდენტია, რომელიც ისრაელს საომარი მდგომარეობის პერიოდში ეწვია.