გორის მერიაში უარყოფენ ინფორმაციას, საბავშვო ბაღებში სწავლის პროცესის შეჩერების თაობაზე. ქალაქის მთავრობაში აცხადებენ, რომ სააღმზრდელო დაწესებულებებში, ბუნებრივი აირის სისტემაში, პრობლემები ნამდვილად არის, თუმცა, მათი მოგვარება ამ უქმეებზე მოხდება და შესაბამისად, ბაღები არ დაიკეტება.
ხარვეზები გორის 13 საბავშვო ბაღში აღმოაჩინეს. უსაფრთხოების მიზნით, დაწესებულებებში წყლის გამაცხელებლები და გამათბობლები, თანამედროვე ტიპის ტექნიკით ჩანაცვლდება. სამუშაოები უკვე დაწყებულია. გორში სულ 18 საბავშვო ბაღია, საიდანაც 13-ში, ხარვეზები დაფიქსირდა.