თბილისის მერის განცხადებით, დედაქალაქის უმეტეს საბავშვო ბაღში ხვალ, 12 ოქტომბერს სააღმზრდელო პროცესი განახლდება. კახა კალაძის თქმით, კორონავირუსის გავრცელების რისკიდან გამომდინარე, გამონაკლისს მხოლოდ რამდენიმე ბაღი წარმოადგენს, სადაც მასწავლებელს დაუდასტურდა ვირუსი. შესაბამისად, აღნიშნული ბაღები არ გაიხსნება.
სააღმზრდელო პროცესი 12 ოქტომბერს არ დაიწყება თბილისის 23-ე, 171-ე და 111-ე საბავშვო ბაღებში. დეტალური ინფორმაცია არსებულ მიდგომებზე ხვალ მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართება.
კახა კალაძე – სრული მზადყოფნაა, რომ თბილისში ბავშვები ბაღებში მივიდნენ, ხვალ მხოლოდ რამდენიმე ბაღი არ გაიხსნება და მშობლები გაფრთხილებული არიან