რა სტრატეგიას აირჩევს ოპოზიცია მას შემდეგ, რაც „ლელომ“ ბადრი ჯაფარიძე სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა. პარტიების ნაწილი უკვე ღიად ამბობს, რომ არ აპირებს საკუთარ ამომრჩევლებს ბადრი ჯაფარიძის მხარდაჭერისკენ მოუწოდოს, მიუხედავად იმისა, რომ მანდატის შეწყვეტის გამო, მმართველ გუნდს აკრიტიკებენ.
მეორე ნაწილს კი გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვს. მათ შორის არის „ნაციონალური მოძრაობა“, სადაც ამბობენ, რომ ამ თემაზე ჯერ გუნდში უნდა იმსჯელონ, შემდეგ კი კონსულტაციები „ლელოსთან“ გამართონ. მმართველ პარტიაში კი საკუთარი კანდიდატის გამარჯვებაში დარწმუნებული არიან, მიუხედავად იმისა, თუ როგორი სტრატეგიით იბრძოლებს ოპოზიცია 2 აპრილის შუალედურ არჩევნებზე.