დავა „ბადაგონის“ წინააღმდეგ, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდებოდა, დასრულდა. ზემო ხოდაშენის საწარმოში შეკრებილ თანამშრომლებს კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი სალაყაიამ ამის შესახებ თავად განუცხადა და მადლობა გადაუხადა ექსკლუზიურ პარტნიორებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
კომპანია „ბადაგონის“ მიმართ სასამართლო დავა მიმდინარე წლის 7 თებერვალს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო სამსახურის მიერ კომპანიიდან დოკუმენტების წაღების შემდეგ წილების მითვისების მოტივით დაიწყო.
მტკიცებულებების არარსებობის გამო, კომპანიის მიმართ გამოძიება დასრულდა.