„ბადაგონის“ პიარ მენეჯერმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური დატოვა
კომპანია ბადაგონის პიარ მენეჯერმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური დატოვა.
ლიზა ბაგრატიონი გამოკითხვაზე გუშინ დაიბარეს. ბაგრატიონი საგამოძიებო უწყებაში ადვოკატთან ერთად მივიდა.
კომპანია ბადაგონში ლიზა ბაგრატიონი პიარ მენეჯერის პოსტზე 2006 წლიდან მუშაობს. მისი თქმით, გამოძიება, ძირითადად, კომპანიის ფინანსური საკითხებით დაინტერესდა, რაზეც მას ინფორმაცია არ ჰქონდა.