"ბადაგონი ჰოუმი" - კომპანიის ახალი პროექტი

ღვინის კომპანია „ბადაგონი“ ალავერდის ეპარქიასთან ერთად, ახალი ბრენდის“ “ბადაგონი ჰოუმის” პრეზენტაციას გამართავს. უშუალოდ ცერემონიის შემდეგ ბრენდის პირველი სივრცის – სასტუმროს, ღვინის რესტორნისა და ღვინის მაღაზიის გახსნაც შედგება.

პროექტი ვიზიტორთათვის უპრეცედენტო მარშრუტის შეთავაზებას, ასევე ალავერდის მონასტრის მიმდებარედ, საკმაოდ დიდი ტურისტული კომპლექსის გაშენებას გულისხმობს.