„ბასილობა“

ალავერდის მონასტრის ტერიტორიაზე სახალხო დღესასწაული „ბასილიბა“ გაიმართა.

დღესასწაული ალავერდელი მიტროპოლიტის, მეუფე დავითის ინიციატივით 2014 წლიდან ტრადიცულად 13 იანვარს ტარდება. „ბასილობის„ დღესასწაულზე მისულ ყველა ბავშვს მეუფისგან სპეციალურად ამ დღისთვის ეპარქიის დედაოების მიერ გამომცხვარი თაფლა-კვერი და სიმბოლური ოქროს მონეტა გადაეცა.

ტრადიცია მეოთხე საუკუნეში, ბასილ დიდის მიერ ხარკის გადასახდელად ხალხიდან აკრეფილი ოქროს უკან დაბრუნების ისტორიას უკავშირდება, როდესაც მან ხალხს ოქროს მონეტები პურში ჩადებული დაუბრუნა.

დატოვე კომენტარი