აჭარაში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები გრძელდება.
სურსათის ეროვნული სააგენტო, ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ პირველი მაისის ტერიტორიაზე თერმული ნისლით წამლობას ახორციელებს. რეგიონში მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში, თერმული ნისლის გარდა, გამოიყენება ცივი შესხურების ტექნოლოგია, წერტილოვანი წამლობები ტარდება სპეციალურ სადგურებზე. პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში ამ დროისთვის დამუშავებულია 240 ჰა ფართობი. სურსათის ეროვნული სააგენტო კიდევ ერთხელ შეახსენებს მოსახლეობას, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახლის პირობებში მექანიკური მეთოდების გამოყენება.