აზერბაიჯანში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 11 აპრილს გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული სააგენტო თრენდ.აზ ავრცელებს. შესაბამის ბრძანებას ხელი აზერბაიჯანის პრეზიდენტმა უკვე მოაწერა.
საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფა აზერბაიჯანის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დაევალა.
აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს უნდა ჩატარებულიყო.