აზერბაიჯანის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე 12:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 27 პროცენტი შეადგინა.
ამის შესახებ ინფორმაცია აზერბაიჯანის ცესკო-მ გაავრცელა. მათივე ცნობით, დარღვევები ამ დროისთვის არ დაფიქსირებულა. არჩევანი უკვე გააკეთა ქვეყნის პრეზიდენტმა. მან ბაქოს მეექვსე უბანზე მისცა ხმა. ამ ოლქში 20 კანდიდატი იყრის კენჭს.
არჩევნები მაჟორიტარული სისტემით იმართება. საკუთარი კანდიდატურა 20-მა პოლიტიკურმა პარტიამ წარადგინა. ასევე დიდი რაოდენობით არიან დამოუკიდებელი კანდიდატები. ეგზიტპოლებს სამი კომპანია ჩაატარებს.
არჩევნებს აკვირდება 77 000 ადგილობრივი და 880-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი.
მათ შორის არის ეუთო-სა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მისია.
საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი 22-ე საარჩევნო უბანზე მისულ ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს ესაუბრა. მისი თქმით, სამეთვალყურეო მისიის წევრები საარჩევნო პროცესებს6 იანვრიდან აკვირდებიან. საარჩევნო უბნები თბილისის დროით 19:00 საათზე დაიხურება. სწორედ ამ დროს გამოცხადდება ეგზიტპოლების შედეგები.