შავი ზღვის სადენი, შუა დერეფანი, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტი და სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები – აზერბაიჯანის პრეზიდენტის საქართველოში ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში ორი ქვეყნის ლიდერებმა ყველა ის საკითხი განიხილეს, რაც პარტნიორული ურთიერთობების სამომავლო განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ეკონომიკურ პროექტებთან ერთად, რეგიონში უსაფრთხოების შენარჩუნებასა და მხარდაჭერაზე გააკეთა აქცენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილმა მზადყოფნა გამოთქვა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის შუამავლის როლი კიდევ ერთხელ იკისროს. პრემიერმა მხარეებს მოლაპარაკებებისთვის თბილისში შეხვედრა შესთავაზა.