აზერბაიჯანის ოპოზიცია არჩევნების დასრულების შემდეგ აქციის გამართვას გეგმავს
აზერბაიჯანის ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ, 14 აპრილს საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს. ინფორმაციას ოპოზიციური პარტიის ლიდერი ალი კერიმლი ავრცელებს.
აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნები 11 აპრილს არის დაგეგმილი. რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ, ეროვნულმა კრებამ, ეროვნულმა ფრონტმა და მუსავატმა არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს.
პრეზიდენტის პოსტისთვის რვა ადამიანი იბრძოლებს.
მმართველი პარტიის კანდიდატი მოქმედი პრეზიდენტი, ილჰამ ალიევია.