საქართველოს პრემიერი აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეცნიერებისა და განათლების მინისტრს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე. საუბარი შეეხო სხვადასხვა სფეროში პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებს, მათ შორის განათლების მიმართულებით.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის ორმხრივი შეთანხმების მნიშვნელობას, რომელსაც ხელი 2022 წელს მოეწერა. გამოითქვა მზადყოფნა, რომ კიდევ უფრო გაღრმავდეს ზოგადი განათლების სფეროში არსებული თანამშრომლობა. განიხილეს უმაღლეს სასწავლებლებს შორის წარმატებული პარტნიორობა, ასევე ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის.