აწყურის ციხის რეაბილიტაცია

აწყურის ციხეზე სარეაბილიტაციო-აღდგენითი სამუშაოები გრძელდება.

პროექტის მიხედვით, მეათე-მეთერთმეტე საუკუნის თავდაცვითი ნაგებობა მთლიანად უნდა აღდგეს და პირვანდელი სახე დაიბრუნოს. გამაგრებითი სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია და ქვათაცვენაც შეწყდა, თუმცა კლდეზე აგებული მიუდგომელი ციხე-სიმაგრე რესტავრაციის პროცესს მაინც ართულებს.

თათია კუჭუხიძისა და ოთარ ჯორჯიაშვილის რეპორტაჟი აწყურიდან.