„აწარმოე საქართველოში“ სააგენტომ, დონორი ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, 2019 წლის სამოქმედო გეგმა გააცნო. შემუშავდა მექანიზმი და დაიგეგმა ერთობლივი აქტივობები. სააგენტოს დირექტორის, მიხეილ ხიდურელის განცხადებით, მიმდინარე წელს მსგავსი შეხვედრის ჩატარება კვლავ იგეგმება.
შეხვედრას ესწრებოდა 30 დონორი ორგანიზაციის წარმომადგენელი, ასევე ბრიტანეთის, თურქეთისა და გერმანიის ელჩები.