ავტოსაგზაო შემთხვევა ვაკეში

ავტოსაგზაო შემთხვევა ჭავჭავაძის გამზირზე.

არსებული ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების მანქანა მშენებლობის მიმდებარედ ჯიხურს დაეჯახა, სადაც იქვე დასაქმებული ადამიანები იყვნენ შეკრებილი. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ერთი და დაშავდა 12 ადამიანი.

საქმეზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

სასწრაფო დახმარების ავტომობილის მძღოლი კი შინაგან საქმეთა სამინისტროში იკითხება.