ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში

მსხვერპლით დასრულდა ავტოავარია თბილისში, თამარ მეფის გამზირზე.

ორი მსუბუქი ავტომობილის შეჯახების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება უკვე მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.