მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში. ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო მანქანები შეეჯახნენ.
გარდაცვლილია ოთხი ახალგაზრდა. ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან. შსს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276 -ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.