ავტოსაგზაო შემთხვევა ორთაჭალაში

ორთაჭალაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა და სამი დაშავდა.

გორგასლის ქუჩაზე მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბორდიურს შეეჯახა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.