ზუგდიდი ავტორბოლის სერიებს მასპინძლობს. რბოლაში მონაწილეობას ავტომოყვარულები მთელი საქართველოდან მიიღებენ. ღონისძიება „ქართული ოცნების“ ზუგდიდის დელეგატობის კანდიდატის, დავით კოდუას ინიციატივით ხორციელდება, რომელიც სხვადასხვა სახეობებში მრავალჯერადი ტურნირების მოწყობას გეგმავს. ავტორბოლის სერიის დასკვნითი დღე ხვალ, ზუგდიდში, 12 საათზე დაიწყება.