ხუთ თვეში ავტომფლობელებისა და მძღოლებისთვის მესამე პირის დაზღვევა სავალდებულო გახდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების დროს, სხვის ავტომობილს ან ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში, ზარალს სადაზღვევო კომპანია აანაზღაურებს.
სადაზღვევოსთვის გადასახდელი ყოველთვიური თანხის ოდენობა ავტომობილის კატეგორიის მიხედვით განისაზღვრება. მძღოლები, რომლებიც მესამე პირის დაზღვევაზე უარს იტყვიან, დაჯარიმდებიან.
საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინა. ინიციატორი მთავრობა და დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურია.