საბურთალოზე, ხილიანის 16, 18 და 20 ნომერში ავტოფარეხების დემონტაჟი მოხდება. სანაცვლოდ მოეწყობა რეკრეაციული ზონა, სკვერი ბავშვებისთვის და გაკეთდება საპარკინგე ადგილი ავტომობილებისთვის.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები მიმდებარე ტერიტორიებზე მაცხოვრებლებთანაც. შესაძლებელია, რომ ხილიანის დასახლება სრულად გაიწმინდოს ავტოფარეხებისგან. საუბარია დამატებით 60-მდე რკინის კონსტრუქციის აღებაზე.
ავტოფარეხების დემონტაჟი თბილისის მერის, კახა კალაძის ინიციატივის შემდეგ დაიწყო.