ქვეყნის მასშტაბით 2018 წლის პირველ კვარტალში ავტოავარიებს 107 ადამიანი ემსხვერპლა. ეს ოფიციალური მონაცემია.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, 2018 წლის სამ თვეში 1428 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. აქედან 54 გამოწვეული იყო სიმთვრალით. მისივე განმარტებით, გასულ წლებში ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვას ემსხვერპლა საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების დროს ადამიანთა 9-12%.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტროლის მეტად გამკაცრებას მოუწოდებს.