ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტის ეროვნული საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები საქართველოს პარლამენტის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრა გაიმართა როგორც უმრავლესობის ლიდერებთან, ისე ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლებთან. როგორც ოპოზიციის ნაწილი აღნიშნავს, საუბრის მთავარი თემები იყო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“კანონი. მათი თქმით, კითხვები საარჩევნო გარემოსთან მიმართებით დაისვა და ოპოზიციამ სტუმრებს საკუთარი ხედვა გააცნო.