ავლაბრის მოედანს ახალი სკულპტურა შეემატა. ნამუშევარი სახელწოდებით, „წინააღმდეგობა“ ბელგიაში მოღვაწე ქართველ ხელოვანს, დავით ნათიძეს ეკუთვნის. ადგილზე დღეს თბილისის მერი იმყოფებოდა. თბილისის მერიამ ახალი პროექტი თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების სფეროს ხელშეწყობის მიზნით დაიწყო. დაფუძნდა თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდი, რომელიც კონკურსის წესით შერჩეულ ახალ ნამუშევრებს ხალხმრავალ ადგილებში განათავსებს.