ავიამიმოსვლა რუსეთსა და საქართველოს შორის წყდება

ავიამიმოსვლა რუსეთსა და საქართველოს შორის წყდება. ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, ფრენები 8 ივლისიდან შეჩერდება. ასევე, პუტინი მთავრობას ავალებს, საქართველოში დროებით მყოფი რუსეთის მოქალაქეები ქვეყანაში დააბრუნონ. ფრენებს ამ დროისთვის ექვსი რუსული ავიაკომპანია ასრულებს.

რეისები სრულდება თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებში. პუტინის ამ გადაწყვეტილებას როგორ აფასებენ და რა გამოხმაურება მოჰყვა ოფიციალური თბილისის მხრიდან – ამ დროისათვის გაკეთებული კომენტარები და განცხადებები მარიამ ბერძენიშვილმა მოისმინა.