საბედისწერო რეისი და 157 მსხვერპლი – ეთიოპიაში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულებს გლოვებენ.
ადის-აბებადან ნაირობიში მიმავალი ლაინერი აფრენიდან 6 წუთში ჩამოვარდა.
გამოძიების დასრულებამდე კატასტროფის გამომწვევ ვერსიებს შორის ავიალაინერის ტექნიკური გაუმართაობა სახელდება.
უსაფრთხოების მიზნით, კომპანია ბოინგი ავიაკომპანიებს მოუწოდებს, ბოინგ 737 მაქს 8 რეისებიდან მოხსნან.