ისრაელი ფართომასშტაბიან დარტყმებს ახორციელებს სამხრეთ ლიბანზე, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს. მათივე ინფორმაციით, სამხრეთ ლიბანზე შეტევა მას შემდეგ დაიწყეს, რაც გამოავლინეს, რომ „ჰეზბოლა“ ისრაელის ტერიტორიაზე სარაკეტო თავდასხმას გეგმავდა. ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ისრაელი ლიბანში ბომბავს დანადგარებს, რომლებიც, სამხედროების მტკიცებით, ისრაელზე თავდასხმისთვის იყო გამიზნული.