ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა

ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი დასრულდა და ახალ კორპუსში საცხოვრებელი სახლი 21 ოჯახს გადაეცა. თბილისის მერიამ აღნიშნული პროგრამა ორი წლის წინ დაიწყო და ეტაპობრივად, ავარიული სახლების ჩანაცვლება სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობს. ამ პროგრამით პირველად, ვარკეთილის მესამე მასივის მე-7 კვარტლის მე-12 კორპუსის მობინადრეებმა ისარგებლეს და მათ ახალი სახლის გასაღები დღეს თბილისის მერმა პირადად გადასცა. ამ მისამართზე ავარიული 4-სართულიანი შენობა იდგა და მის ნაცვლად, ორ წელში, ახალი, 10-სართულიანი, თანამედროვე სტანდარტების მქონე საცხოვრებელი სახლი აშენდა.