ავარიული საბინაოო ფონდის კუთხით, ბათუმის მსგავსად, პრობლემებია ქუთაისში. გამოწვევაა უკანონო მიშენებები. ქალაქში არსებულ ბევრ ნაგებობას მესაკუთრეებმა უკანონოდ დამატებითი ფართი მიაშენეს. კანონის დარღვევის გარდა, ასეთი მოქმედება საფრთხეს უქმნის შენობის მდგრადობას. პრობლემის მიზეზებით და მუნიციპალიტეტის რეაგირებით ირმა ჭოლაძე დაინტერესდა.