კიდევ ერთი საფრთხე ავარიული ბინებია. დაბა ნასაკირალში, ე.წ. ჩაის ფაბრიკის ჩასახლებაში მაცხოვრებლები ხელისუფლებას დროულ დახმარებას სთხოვენ. ადგილობრივების განცხადებით, ბინები იმდენად ამორტიზებულია, რომ ცხოვრება სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია. ოზურგეთის მერიაში პრობლემის შესახებ იციან, თუმცა ამბობენ, რომ ჯერ ოფიციალურ დოკუმენტს ელოდებიან.
თეა აბსარიძე და გოგა გახარია დეტალებით.