მარტვილის რაიონის სოფლების ამბულატორიებში მოქალაქეებს უმძიმეს პირობებში ემსახურებიან.
ყველა შენობაში თითქმის იდენტური სურათია: ნაგებობების სიძველე და მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა განსაკუთრებულ პრობლემებს უამინდობის დროს ქმნის. დაწესებულებების თანამშრომლები სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას წლებია უშედეგოდ ითხოვენ.
პირობების გაუმჯობესებაზე ზუსტი პასუხი ვერც „მოამბემ“ მიიღო.