აბაშის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულების ნაწილი ქუთაისში გადაიყვანეს.
ქალაქის რეფერალურ ჰოსპიტალში ამ დროისათვის ხუთი ადამიანია შეყვანილი. მათგან ორი ნეიროქირურგიულ განყოფილებაში ქალატვინის დაზიანებით შეიყვანეს, ერთი პაციენტი კი ქირურგიულ განყოფილებაში ნეკნების მოტეხილობით მოათავსეს.
ექიმების ინფორმაციით, დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.