„ათონი-პატრიარქის გაზაფხული“ – ამ სახელწოდების წიგნის პრეზენტაცია გაიმართა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. კრებულში 2004 წელს, ათონის მთაზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოგზაურობაზეა საუბარი. ილია მეორე არის პირველი ქართველი პატრიარქი, რომელიც ათონის მთას ეწვია და ივერონის მონასტერი და ივერიის ღვთისმშობლის ხატი მოილოცა.
წიგნი, „ევროკავშირი -საქართველოს ბიზნეს საბჭოს“ გენერალური მდივნის, ზვიად ჭუმბურიძის ავტორობით, ფოტოალბომის სახითაა გამოცემული. ჭუმბურიძე 2003-2007 წლებში, საბერძნეთში საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი იყო, ამიტომაც „ათონი-პატრიარქის გაზაფხული“ პატრიარქის ვიზიტის შესახებ ყოფილი ელჩის პირად მოგონებებსაც აერთიანებს.