სოფელ ატოცში, საოკუპაციო ხაზთან მომხდარ ინციდენტს, არასამთავრობო სექტორი და პოლიტიკოსები აფასებენ.
საუბარია სალომე ზურაბიშვილისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტის მხრიდან მიყენებულ შეურაცხყოფაზე. უმრავლესობის განცხადებით, ფაქტი „ნაციონალური მოძრაობის“ რეალურ სახეს ასახავს. „ქართული ოცნება“ არასამთავრობო ორგანიზაციებს ამ ფაქტზე რეაგირებისკენაც მოუწოდებს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ ასეთი ტიპის მოქმედებები აზიანებს საარჩევნო პროცესს. მსგავსი შემთხვევები მიუღებელია ოპოზიციისთვისაც.