„ქვეყნის შიგნით თუ გარეთ უამრავი მავნებლური მცდელობის პასუხად, „ატლანტიკურმა საბჭომ“ საქართველო მმართველობის რეჟიმის მიხედვით, თავისუფალი ქვეყნების უმაღლეს კატეგორიაში დაასახელა, – ესეც პასუხი საქართველოს დემოკრატიისა და თავისუფლების შეფასების შესახებ“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი ეკა სეფაშვილი სოციალურ ქსელში წერს. ატლანტიკურ ინდექსს, პარლამენტის სხვა დეპუტატებიც გამოეხმაურნენ.