ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის გრანტი საქართველოს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურისთვის
ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია, საქართველოში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურისთვის, გრანტის სახით 68 მილიონამდე დოლარს გამოყოფს. საკითხთან დაკავშირებით გამოწვევების ფონდმა კონფერენცია გამართა. 2018 წელს ფონდი განაგრძობს საჯარო სკოლების სრულ რეაბილიტაციას საქართველოს რეგიონებში.
დაგეგმილია თბილისში, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი 4, 750 კვადრატული მეტრი კორპუსის შიდა სამშენებლო სამუშაოების განხორციელება.
წელსვე დაიწყება 33-ე საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია დასავლეთ საქართველოში.