ათამდე ბინის გაქურდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი, სამართალდამცველებმა თბილისში აიყვანეს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ვარკეთილსა და ვაზისუბნის დასახლებაში ათამდე საცხოვრებელი ბინა გაქურდა.
ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად არის ამოღებული.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.